გერმანიაში დამბა გაირღვა: დასავლეთ რეგიონებში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

გერმანიაში წყალდიდობის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურებთან ერთად ბუნდესვერის ძალებიცაა ჩართული.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. დასავლეთ გერმანიის ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწაზე მდინარე რურზე დამბის გარღვევის გამო ადამიანების მასობრივი ევაკუაცია დაიწყო, იუწყება РИА Новости ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
ამ კვირაში ძლიერი წვიმების შედეგად გერმანიის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ადიდდა მდინარე რაინი და მისი შენაკადები - არი და მოზელი.
ევროპა წყალს მიაქვს: წალეკილი ქალაქებიდან ადამიანები ვერტმფრენებით გაჰყავთ
კიოლნის ოლქის ადმინისტრაციაში, სადაც დაზარალებული რაიონი შედის, დააზუსტეს, რომ ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. მათ უკვე 700 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 133 ადამიანი - რაინლანდ-პფალცის მიწაზე - 90, ხოლო ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მიწაზე - 43. უგზო-უკვლოდ დაკარგულია 1300 ადამიანი.
მედია იუწყება, რომ კიოლნთან ახლოს მდებარე ქალაქ ერფტშტადტში სიტუაცია უარესდება. იქ დანგრეულია რამდენიმე სახლი, ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის ზრდას ელოდება.
გერმანიის დასავლეთ ნაწილში პარასკევს სამხედრო კატასტროფის რეჟიმი გამოცხადდა.
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის თქმით, ტრაგედიის საბოლოო მასშტაბი მოგვიანებით დადგინდება. ის მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. მერკელის თქმით, დაზარალებულ რაიონებს ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.