ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში წააგო

ქართველ ჩოგბურთელს ჰამბურგის ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული – 2018 და 2019 წლებში, მოქმედი გამარჯვებული კი რუსი ანდრეი რუბლიოვია
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (29–ე ნომერი АТР–ს რეიტინგში) ჰამბურგში АТР-500 სერიის ტურნირის მეოთხედფინალში წააგო.
კვარაცხელიას დიდებული დაბრუნება და ბასილაშვილის სასწაულებრივი სეტი უიმბლდონზე
მესამე ნომრად განთესილი ბასილაშვილის მეტოქე ლასლო ჯერე იყო. სერბმა ჩოგბურთელმა ქართველს ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით მოუგო (6:2). მატჩი საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა.
მიუხედავად მარცხისა, ბასილაშვილმა 34,5 ათასი ევრო გამოიმუშავა.
აღსანიშნავია, რომ რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰამბურგის ტურნირი უკვე ორჯერ აქვს მოგებული. მან გერმანიაში წარმატებას 2018 და 2019 წლებში მიაღწია.
Hamburg European Open–ის საერთო საპრიზო ფონდია 1 მილიონ 168 ათასი ევრო, მოქმედი გამარჯვებული რუსი ანდრე რუბლიოვია.