ჟურნალისტების საპროტესტო აქცია პარლამენტთან კვირას გაგრძელდება

ამ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაური წარდგება პარლამენტის წინაშე, რათა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხოს.
Sputnik
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. კვირას, 18 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის დეპუტატების წინაშე გამოსვლის დროს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან, განაცხადა ოპოზიციური ტელეარხ „ფორმულას“ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.
„ხვალ, ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ხვალ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ“, - განაცხადა სანაიამ.
ამასთან მან მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს „გახდნენ ჟურნალისტების ხმა“.
„ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ რა შეგვიძლია“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.
ფონიჭალაში სპეცოპერაცია ჩატარდა
სამი ოპოზიციური ტელეარხის - „მთავარი არხის“, „TV პირველის“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები უკვე ერთი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. ორშაბათს ტელეარხების ხელმძღვანელები პარლამენტში შესვლა სცადეს, ამის გაკეთება შეძლო მხოლოდ  „TV პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა. მისმა გამოჩენამ პარლამენტში გამოიწვია კონფლიქტი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის, რომელიც ჯერ ხელჩართულ ჩხუბში, შემდეგ კი პარლამენტის ბოიკოტში გადაიზარდა.
მანამდე კი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს და ჟურნალისტები „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით სპეკულაციასა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის რადიკალურ ჯგუფებთან კავშირებში დაადანაშაულა. ჟურნალისტების აქციას მან „პოლიტიკური აქტი“ უწოდა.
პროტესტი გრძელდება - თბილისსა და ზუგდიდში მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ
დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა ძალადობის ფაქტი, რომელიც ჩადენილი იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ, მაქსიმალურად მოკლე დროში იქნება გამოძიებული და ყველა სათანადოდ დაისჯება.
„თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა. მათი უმრავლესობა განაჩენს საპატიმროში დაელოდება.
ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 42 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.