ფოთი მუსიკალურ ფესტივალზე გეპატიჟებათ

სამდღიან ფესტივალში სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების ქართველი და უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ფოთი მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს SWING უმასპინძლებს, რომელიც 30 ივლისს გაიხსნება. 
თბილისში ყველის ფესტივალი გაიმართება
სამდღიანი ფესტივალის მიზანი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების გაერთიანება და ადგილობრივი ელექტრონული სცენის განვითარების ხელშეწყობაა. პროექტის ავტორებს განზრახული აქვთ – წარმოაჩინონ საპორტო ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობის უპირატესობა და რეგიონის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.
ფესტივალი, რომელიც ფოთის მერიისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით ჩატარდება, პლაჟზე, „ოქროს ტბასთან“ ახლოს გაიმართება. საფესტივალო ზონა მოიცავს ევკალიპტის ტყეს, „ოქროს ტბას“ და ეგზოტიკურ შენობებს.
სამი დღის მანძილზე სამ სცენაზე დაახლოებით 70 ქართველი და უცხოელი არტისტი გამოვა. უცხოელი არტისტების გარდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართველი მუსიკოსების გამოსვლებს.
ფესტივალის ორგანიზატორებს გათვალისწინებული აქვთ კოვიდ-რეგულაციები. ფესტივალის ტერიტორიაზე მოეწყობა „მწვანე ზონა“, სადაც შესაძლებელი იქნება კორონავირუსზე სწრაფი ტესტის გაკეთება, ან ბოლო 24 საათში გაკეთებული ტესტის პასუხის წარდგენა.