დაშავებული ჟურნალისტები და გადაბრუნებული მანქანები: მასობრივი პროტესტი კუბაზე – ფოტო

კუბის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა მთავრობის გადადგომის და ეკონომიკური სიტუაციის გასაუმჯობესებლად რეალური ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით.
Sputnik
კუბაზე უკვე რამდენიმე დღეა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მმართველი კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ.
მოქალაქეები იჭრებიან პარტიის ოფისებში, ქუჩებში ატრიალებენ მანქანებს. შეტაკებებისას დაშავდნენ ჟურნალისტებიც. აქციის მონაწილეები უკმაყოფილო არიან როგორც ხელისუფლებით, ისე კორონავირუსული შეზღუდვებით. ისინი ასევე აპროტესტებენ გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას ქვეყანაში.
1 / 12
პირველად 60 წლის განმავლობაში ათასობით მომიტინგე გამოვიდა ოცი ქალაქის ქუჩებში ერთდროულად
2 / 12
პროტესტი სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანპოსში დაიწყო და მთელ კუბაზე გავრცელდა
3 / 12
დემონსტრაციები ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილების ფონზე დაიწყო: პანდემიის გამო ზარალ იმიადგა ტურისტულ და სავაჭრო სფეროებს
4 / 12
ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური
5 / 12
კუბელების უკმაყოფილების მიზეზებს დაემატა ისიც, რომ ქვეყნის ზოგ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა
6 / 12
დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „თავისუფლება!.. შორს კომუნიზმი!.. ჩვენ არ გვეშინია!..“
7 / 12
მომიტინგეები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვდნენ
8 / 12
თავის მხრივ პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა საკუთარ მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისა და მომიტინგეებისადმი დაპირისპირებისკენ მოუწოდა
9 / 12
პოლიციის მანქანები ჰავანაში, რომლებიც დემონსტრანტებმა გადააბრუნეს არეულობის დროს
10 / 12
აქციის დაშლის დროს პოლიციელებმა ზიანი მიაყენეს დემონსტრანტებს, ასევე დაშავდა სააგენტო Associated Press-ის ფოტოგრაფი
11 / 12
დემონსტრაციების მიზეზი გახდა ეკონომიკური პრობლემები და კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა
12 / 12
დემონსტრანტებმა მოითხოვეს კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომა. გასული კვირის ბოლოს კუბამ დაიწყო საკუთარი წარმოების პრეპარატის Abdala გამოყენება დაუშვა