ბერა ივანიშვილს ულამაზესი სიდედრი ჰყავს – ნახეთ როგორ გამოიყურება ახალგაზრდა ბებია – ფოტო

ნანუკა გუდავაძეს ორი და ჰყავს, რომელთაც საზოგადოება არ იცნობს. ამბობენ, რომ მისი მამა ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ბიზნესმენია.
Sputnik
ნანუკა გუდავაძის და ბერა ივანიშვილის წყვილის სიყვარულის შესახებ 2018 წელს გახდა ცნობილი და მაშინვე აგორდა უამრავი ჭორ-მართალი. ბერას სოციალურ ქსელში გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებამ კი დაადასტურა, რომ სულ მალე კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნებოდა და ბიძინა ივანიშვილი მამამთილის ამპლუას მოირგებდა.
პირველი, რაც ბერა ივანიშვილის მომავალ მეუღლეზე გახდა ცნობილი, ის არის, რომ ის ყოფილი მოდელია და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. ნანუკას ოჯახზე ბევრი არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელში იძებნებიან მისი დები – ანი და მარიამ გუდავაძეები. მარიამი ნანუკაზე და ანიზე ბევრად უმცროსია.
ფოტოებიდან ირკვევა, რომ ანი დაქორწინებულია, ბერას და ნანუკას ქორწილში ორსულად იყო და ახლა პატარა ბიჭუნას დედაა. დების მსგავსება გაოცებას იწვევს, მათი დედა – ნატა გუდავაძე კი გოგონების დას უფრო ჰგავს. ის ვაკეში, ერთ-ერთი პრესტიჟული სალონის მფლობელია, სადაც ანი მენეჯერად მუშაობს.
მასმედიაში წერენ, რომ 14 წლის ასაკში ნანუკა გუდავაძე დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ. ნანუკას Instagram-ის მიხედვით შეიძლება თქმა, რომ მას უყვარს კამერის წინ პოზირება, ბოსტნეულის სალათები, ყავა და პატარა ჩანთები გრძელი სახელურით.
მის ფოტოებზე ქართველ მოდელებს ნახავთ, მათ შორის ანა შელიას, ხოლო მასზე კომენტარებს აკეთებენ პოპულარული დიზაინერები, ანუკი არეშიძის ჩათვლით. ნანუკა გუდავაძეზე წერენ, რომ ის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის ყოფილი შეყვარებულია.
ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის ჯვრისწერა 2018 წლის 11 ნოემბერს სვეტიცხოველში გაიმართა. მცხეთელების თქმით, ასეთი საზეიმო ჯვრისწერა ბოლოს ბაგრატიონების შთამომავლების შეუღლებისას ნახეს. „ამიერიდან და სამუდამოდ", „ქმარი და ცოლი" - ასე დაასათაურეს თავიანთი პოსტები საოცარი ფოტოებით ახლად შეუღლებულებმა.
ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტის მეშვეობით წარმოადგენს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. მუსიკოსმა 2010 წელს დააარსა თავისი ხმის ჩამწერი სტუდია Dream.