ბათუმში მე-13 სართულიდან ქალი გადმოვარდა

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. ინციდენტის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.
Sputnik
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მე-13 სართულიდან 55 წლამდე ასაკის ქალი გადმოვარდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა. 
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მრავლობითი მოტეხილობით კლინიკა „ბაუში" გადაიყვანა. ქალის ჯანმრთლეობის მდგომარეობა მძიმეა.