მოსაზრება: შეეჯახებიან თუ არა თალიბები და თურქები ავღანეთში?

თალიბების ხისტი პოზიციის მიუხედავად, თურქეთი, ქაბულის აეროპორტის დაცვის მიზნით, ავღანეთში დარჩენას 31 აგვისტოს შემდეგაც აპირებს „საკუთარი პირობებით“.
Sputnik
ამასთან თურქული ჯარების „თალიბანთან“ სავარაუდო შეიარაღებულ დაპირისპირებას (აშშ-ისა და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით) შესაძლოა ავღანეთის ტერიტორიის შემდგომი, არაპროგნოზირებადი დაყოფა მოჰყვეს ავღანეთის კანონიერი მთავრობისა და „ისლამური საამიროს“ გავლენის ზონებად. თუ ანკარასა და ვაშინგტონს საკმარისი გავლენა, ძალა და რესურსები აღმოაჩნდებათ.
Go home! „თალიბანი“ თურქეთს ავღანეთში არ უშვებს და ტყვეებს ხვრეტს: რა იქნება შემდეგ?
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა სამშაბათს ჟურნალისტებს ავღანური გეგმები გააცნო: „ჩვენი მიზანია, განვაგრძოთ წვლილის შეტანა ავღანელი ძმების უსაფრთხოებაში, მშვიდობასა და კეთილდღეობაში“. მან ასევე უპასუხა შეკითხვებს ქაბულში ჰამიდ ქარზაის სახელობის აეროპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის თაობაზე. განვიხილოთ ძირითადი თეზისები.
როგორც აქარმა აღნიშნა, თურქეთი ოცი წელია, მოქმედებს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში თავისი ავღანელი პარტნიორების ინტერესებში: არანაირი საბრძოლო მისია — მხოლოდ კონსულტაციები, მომსახურება და რემონტი, დედაქალაქის აეროპორტის ექსპლუატაციის ჩათვლით. თუ აეროპორტი ნორმალურად არ იმუშავებს, ავღანეთი იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაიქცევა, წარმოიქმნება სერიოზული პრობლემები საერთაშორისო ურთიერთობებში. თალიბების მზარდი გავლენა პრობლემა არ არის, თურქული მხარე ყურადღებით აკვირდება ავღანეთში მიმდინარე მოვლენებსა და ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვრების უსაფრთხოების ხარისხს. ავღანეთში შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით გრძელდება „ძალიან კონსტრუქციული და ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები“ თურქეთსა და აშშ-ს შორის — სამხედრო უწყებებისა და ტექნიკური სპეციალისტების ხაზებით, რომელშიც ასევე ჩართულია ავღანეთის მთავრობა, ნატო და ევროკავშირი.
„თავშესაფარი მოკავშირეებისთვის“ – აშშ ავღანეთიდან მხარდამჭერების ევაკუაციას იწყებს
აქარი აშკარად დისტანცირდება დოჰაში აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმებისგან. ლოგიკა ნათელია: თუ თურქეთი არ მონაწილეობდა ალიანსის სამხედრო ოპერაციებში, უბრალოდ უზრუნველყოფდა ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს, იცავდა აეროპორტს, ანკარას თითქოს არაფერი უშლის ხელს, რომ ავღანეთში 31 აგვისტოს შემდეგაც განაგრძოს ეს ცალკე „სამშვიდობო მისია“.
მაგრამ თალიბები თანახმა არ არიან და სამხედრო ინტერვენტებად, ანუ ჯიჰადის ობიექტებად მიაჩნიათ ნატოს წევრი ყველა ქვეყნის დაჯგუფებები, თურქეთის ჩათვლით. მაგრამ ქაბულს ჯერჯერობით კვლავ სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. არსებობს დარჩენის ცდუნება და ასეთ შემთხვევაში, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი ავტომატურად მიიღებს პენტაგონისა და ნატოს „სათადარიგო აეროდრომის“ ოპციას — ავღანეთსა და მეზობელ ქვეყნებში ყველაზე არაპროგნოზირებადი (აპოკალიფსური) მოვლენების შემთხვევაში.

შეუსრულებელი მისია

ობიექტურად თურქეთის სამხედრო ყოფნა ქაბულის აეროპორტში შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავღანეთის მოქმედ მთავრობასა და „თალიბანს“ შორის (და არა ანკარა-ვაშინგტონს შორის) შეთანხმება მოხერხდება. თალიბებთან შეთანხმება უკიდურესად ნაკლებსავარაუდოა. თუ წარმოვიდგენთ, რომ კონფლიქტის მხარეები მაინც მოილაპარაკებენ, თურქულ ქვედანაყოფებს ქაბულში გარდაუვლად გაუწევენ დახმარებას ამერიკელი და ნატოელი კოლეგები. ანუ მისია საერთაშორისო გახდება.
„თავი შეიკავეთ ძალის გამოყენებისგან“ – SCO ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
მისია „ქაბულის აეროპორტის“ საკითხი ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ჯერ კიდევ ივნისში განიხილეს. აშშ-ისა და ნატოს ყოფნის გახანგრძლივების სქემა 31 აგვისტოს შემდეგ საკმაოდ გამჭვირვალეა. ამიტომ თალიბებმა 13 ივლისს ოფიციალურად და ულტიმატურად განაცხადეს, რომ თურქეული ჯარები ავღანეთში არღვევენ დოჰის შეთანხმებას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, და თურქეთს პრობლემებით, ჯიჰადითაც კი დაემუქრნენ.
თალიბებისა და თურქული ჯარების ჰიპოთეტურ კონფლიქტში ანკარის უზარმაზარ დანახარჯებს  ამერიკული წახალისება — გამანადგურებელ F-35-ების წარმოება-ექსპლუატაციის პროგრამაში დაშვების (დაბრუნების) სახით, ვერ აანაზღაურებს. ანკარას, ვაშინგტონსა და ქაბულს ოპტიმიზმისთვის ძალიან ცოტა საფუძველი აქვთ. თალიბები სწრაფად აღწევენ წარმატებებს, ივლისის შუა რიცხვებისთვის ირანთან, თურქმენეთთან, უზბეკეთთან და პაკისტანთან საზღვრებზე მდებარე სოფლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს. მოძრაობის „პოლიტიკურმა ოფისმა“ 12 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თალიბანი“ ავღანეთის 85%-ს აკონტროლებს. მძიმე სტატისტიკაა. ქაბულის აღება თალიბებს დროის საკითხად მიაჩნიათ.
თალიბების განცხადებით, სამთვიანი დაზავება შესაძლებელი იქნება, თუ მათი შვიდი ათასი თანამებრძოლი  პატიმრობიდან გათავისუფლდება, ხოლო გაერო „შავი სიიდან“ ამოიღებს  მოძრაობას.
მიმოხილვა: რა არის „თალიბანი“ - დაჯგუფება თუ უკვე სახელმწიფო?
მაგრამ ყველას ახსოვს, რომ ამერიკელების მიერ ლობირებული 5 ათასი თალიბის გათავისუფლებას გაზაფხულზე მხოლოს საბრძოლო მოქმედებების ახალი აფეთქება მოჰყვა.  გასული ათწლეულების განმავლობაში „მოწაფეები“ მიწაზე მუშაობასაც გადაეჩვივნენ და საწარმოებშიც. ფულის შოვნას იარაღით ხელში მიეჩვივნენ, ანუ თანამოქალაქეების ხოცვით. ქაბული ჯერ აღებული არ არის და გამოცდილ ბოევიკებს ფასი ადევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერო „თალიბანს“ ტერორისტული ორგანიზაციების ჩამონათვალიდან ამოიღებს, ავღანეთის ციხეებიდან გამოშვებული შვიდი ათასი „ჭეშმარიტი მუსლიმი“ ტერორისტად ყოფნას არ შეწყვეტს. და ეს ავღანური პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია.

პროქსი-ბრძოლა ავღანეთისთვის

ჰულუსი აქარმა 15 ივლისს კიდევ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ დღევანდელი სახელმწიფოთშორისი კონფლიქტები ტრადიციულ კონსტრუქციებს დაშორდა და „ასიმეტრიული“ ფორმა მიიღო. ქვეყნების პირდაპირი შეტაკება წარსულს ჩაბარდა, ყალიბდება ახალი ბრძოლის ველი, რომელშიც არასახელმწიფო სუბიექტები გავლენას თანდათან აძლიერებენ, და რომ მათ სათავეში პროქსი-ტერორიზმი დგას. „ტერორისტული ორგანიზაციები ბრძოლის უფრო მნიშვნელოვანი ელემენტები გახდნენ, რომელსაც ისინი მინდობილობის საფუძველზე აწარმოებენ როგორც არასახელმწიფო სუბიექტები... ეს ორგანიზაციები უკვე ევოლუციონირდნენ და მოერგნენ კიდეც მიმდინარე პირობებს, რათა თავიანთი გავლენა გააძლიერონ“.
„მადლობა ბაიდენს იარაღისთვის!“ — ვინ უჭერს მხარს ავღანელ თალიბებს
თუ ამ მოსაზრებას განვავითარებთ, ავღანეთში „პროქსი-ტერორისტებთან“ ომი ასევე გულისხმობს სახელმწიფოთშორის  ბრძოლას და გამოდის, რომ თურქეთის მისია არც ისე სამშვიდობოა. შეიძლება ვივარაუდთ, რომ „ავღანელი ძმების“ დაცვა ანკარის სავარაუდო მეტოქეების — ირანის, პაკისტანის, ჩინეთისა თუ ინდოეთის (ნებისმიერი შერწყმით) წინააღმდეგ იყოს მიმართული.
ავღანეთის მიმართულებით ჩინეთის მზარდი ეკონომიკური და სამხედრო--პოლიტიკური გავლენის გადაჭარბებულად შეფასება ძნელია. ჩინეთი „თალიბანთან“ დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებას გეგმავს. ლოიალობის საფასურად პეკინი თალიბებს ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობას სთავაზობს. „მოწაფეებმა“ უბრალოდ უარი უნდა თქვან უიღურების „აღმოსავლეთ თურქესტანის ისლამურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაზე. ურთიერთგაგება მიღწეულია და თურქეთის სამხედრო ყოფნა ქაბულის აეროპორტში ნამდვილად არ შედის ჩინელი ამხანაგების გეგმებში.
ამის პარალელურად პეკინი ცენტრალურ აზიაშიც აქტიურობს. საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი 12-16 ივლისს სრულიად არაშემთხვევით იმყოფებოდა ავღანეთის მოსაზღვრე სამ სახელმწიფოში — თურქმენეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. მოლაპარაკებათა ერთ-ერთი მთავარი თემა სწრაფად ცვლადი ავღანური ვითარება იყო. დღეს ტაშკენტში მხოლოდ ერთობლივ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ პროექტებზე არ მსჯელობენ.
ტრამპი ბრალს სდებს: ბაიდენი თალიბებს მილიარდობით დოლარის იარაღს უტოვებს
ერთი დღით ადრე ვან იმ დუშანბეში განაცხადა, რომ ჩინეთმა და ტაჯიკეთმა უსაფრთხოების სფეროში ბევრად არსებითი თანამშრომლობა უნდა განავითარონ, გააერთიანონ ძალისხმევები გამოწვევებთან და რისკებთან ბრძოლისთვის, ერთობლივად აღკვეთონ გარე ძალების ჩარევა.
13 ივლისს კი აშხაბადში ვან იმ ხაზი გაუსვა ჩინეთის მზადყოფნას, „განამტკიცოს ტრადიციული და არატრადიციული თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში“, ხელი შეუწყოს თურქმენეთს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ასე რომ, სამივე დედაქალაქში სხვადასხვა ფორმით დომინირებდა ჩინური წინადადება „გარე ძალების ჩარევის ერთობლივად აღკვეთის“ თაობაზე.
აშკარაა, რომ შიდა ძალებთან რეგიონში თურქეთის (აშშ-ის და ნატოს) გარეშეც მოაგვარებენ საქმეს. მაგალითად, რუსეთმა გააფრთხილა „თალიბანი“, რომ თუ ცენტრალურ აზიაში რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოების საზღვრებს დაარღვევს და ზიანს მიაყენებს მათ უსაფრთხოებას, „დიდი დანაკარგები“ ექნება. გარდა ამისა, რუსეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი აგვისტო-სექტემბერში სპეცრაზმის ერთობლივი წვრთნების სერიას ჩაატარებენ ავღანეთის საზღვრის მახლობლად.
მარშალ აბდულ-რაშიდ დუსტუმსა და ლეგენდარული „პანჯშერის ლომის“ აჰმად შაჰ მასუდის ვაჟს „თალიბანთან“ ბრძოლისთვის ავღანეთის ჩრდილოეთში ხალხი გამოჰყავთ. ამასობაში შეერთებულმა შტატებმა 95%-ზე მეტით დაასრულა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან გასვლა და ქაბულში „თურქული პროექტის“ მხარდაჭერისთვის უბრალოდ აღარაფერია. სავარაუდოდ, საქმე დედაქალაქის აეროპორტში „იანიჩრებთან“ სროლამდე არ მივა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს