თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში წყალდიდობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
როგორც მთავრობის მეთაურმა Twitter–ში დაწერა, ის თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ღრმად ვარ დამწუხრებული დასავლეთ ევროპაში კატასტროფული წყალდიდობით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენებითა და ადამიანთა განსაცდელით. ბელგიის მიერ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – დაწერა ღარიბაშვილმა.
ბელგიის ხელისუფლებამ 20 ივლისის გლოვის დღედ გამოაცხადა – ქვეყნის სამხრეთით მომხდარ წყალდიდობას 23 ადამიანი ემსხვერპლა.