გავრცელებული ინფორმაციით, მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა პარიზში, მარსელში, ტულუზაში, რუანსა და სხვა ქალაქებში.
ქუჩებში გასული ხალხი ყვიროდა „არა ჯანმრთელობის პასპორტებს!“ და „ძირს დიქტატურა!“
ცნობილი ხდება, რომ ქალაქების უმეტესობაში აქციებმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. წესრიგის დამრღვევების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ხელჯოხები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.