ცოტნე ივანიშვილმა სიმაღლით მამას გაასწრო – ბერა ძმას დაბადების დღეს ულოცავს – ვიდეო

ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ყოფილ პრემიერსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ – უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები.
Sputnik
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი ცოტნე საზოგადოებას ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიიდან დაამახსოვრდა. ის სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. სწორედ მისი ფოტოებიდან გაირკვა, რომ მას ხატვის ნიჭი აქვს.
ცოტნე ივანიშვილი 16 წლის გახდა და, ტრადიციულად, უფროსმა ძმამ ბერამ ეს დღე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე მიულოცა. „გილოცავ დაბადების დღეს. ნამდვილი ახალგაზრდა ჯენტლმენი ხარ მსოფლიოში ყველაზე დიდი გულით.  არა მგონია, ოდესმე შევძლო იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ის ჩემთვის“, – დაწერა ბერამ და ცოტნესთან ერთად გადაღებული სამახსოვრო ფოტოების კოლაჟი გამოაქვეყნა.
აშკარაა, რომ ბერას და ცოტნეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ისინი ხშირად არიან დაკავებული მუსიკით, ერთნაირი და ერთობლივი ფოტოსესიებით და ა.შ. ცოტნე იყო ბერას ერთ-ერთი მეჯვარე. უმცროსი ივანიშვილი მხატვრობით არის გატაცებული, უყვარს ცხოველები.
ცოტნეს აქვს ნამუშევრები, რომლებსაც ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს და დადებითი კომენტარებიც არ აკლია. მან საკუთარი ნახატი აჩუქა ქორწილში ძმას, რომელმაც რეპერის კოლექციაში საპატიო ადგილი დაიკავა.
ივანიშვილების ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსს ნიჭიერს უწოდებენ და მას ამ საქმეში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.