ანუკი არეშიძე: კახა ჩემზე 11 წლით დიდია... სულ სხვანაირი ადამიანი მეგონა

საქართველოში ცნობილი დიზაინერი და მოდელი ანუკი არეშიძე ჰყვება, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე კახა კალაძე.
Sputnik
„მილანში გავიცანით ერთმანეთი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მანამდე ნანახი ჰქონია პირდაპირი ჩართვა და იქ მოვწონებივარ. თავიდან ყველაფერი ნელა დაიწყო, თუმცა შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა. ექვს თვეში დავქორწინდით“, – იხსენებს ანუკი არეშიძე.
როგორც ანუკიმ აღნიშნა, თავდაპირველად ხშირად აკრიტიკებდა კახას, ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, თუმცა როცა ახლოს გაიცნო, მიხვდა, რომ ბევრად უფრო კარგი და კეთილი ადამიანი იყო, ვიდრე ეს შორიდან ჩანდა.