Go home! „თალიბანი“ თურქეთს ავღანეთში არ უშვებს და ტყვეებს ხვრეტს: რა იქნება შემდეგ?

თალიბებმა კარისკენ მკაცრად მიუთითეს თურქ სამხედროებს, რომელთა დატოვებასაც ანკარა და ვაშინგტონი ქაბულის აეროპორტის დაცვისა და კონტროლის მიზნით აპირებდნენ.
Sputnik
ამის პარალელურად „ისლამური საამიროს“ გამხეცებულმა ბოევიკებმა ავღანელი სამხედრო ტყვეების, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დახვრეტა დაიწყეს. ავღანეთი უფსკრულისკენ მიექანება — შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების საერთაშორისო რეპუტაციასთან ერთად.
„თავშესაფარი მოკავშირეებისთვის“ – აშშ ავღანეთიდან მხარდამჭერების ევაკუაციას იწყებს
„თალიბანმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ თურქი სამხედროები ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-თან შეთანხმებას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევენ, და თურქეთს პრობლემების შექმნით დაემუქრა. თალიბები ნებისმიერი ქვეყნის ჯარების ყოფნას ავღანეთში ოკუპაციად აფასებენ: „ვიბრძოლებთ დამპყრობლების წინააღმდეგ ჰიჯრით 1422 წლის (2011 წელი) ფეთვის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე ომი ჯიჰადი იყო“. და ეს ულტიმატუმი განხილვას არ ექვემდებარება.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-თან შეთანხმებაა მიღწეული ქაბულის აეროპორტის დაცვასთან დაკავშირებით — 31 აგვისტოს შემდეგ განუსაზღვრელი დროით. აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ძალების მიერ, მას შემდეგ, რაც იქიდან აშშ-ის და ალიანსის ძალები გავიდოდნენ, იმთავითვე განუხორციელებლად გამოიყურებოდა. ობიექტი ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ცუდადაა განვითარებული საავტომობილო და სარკინიგზო ქსელი, აეროპორტი მთავარი „პორტალია“ მათთვის, ვისაც ავღანეთიდან გარე სამყაროში სურს მოხვედრა, ან პირიქით. ანუ, ვინც აეროპორტს აკონტროლებს, ფაქტობრივად ისაა დედაქალაქის პატრონი — და ნაწილობრივ ქვეყნისაც.
„თავი შეიკავეთ ძალის გამოყენებისგან“ – SCO ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
რაღა თქმა უნდა, თალიბებს ესმით ეს და თავიანთ „საამიროში“ ძალაუფლების ადგილობრივ ოპონენტებთან გაყოფას არ აპირებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ უცხოურ ჯარებზე. ქაბულის აღებას „მოწაფეების“ მოძრაობა დროის საკითხად მიიჩნევს. დღეისათვის „თალიბანი“ ქვეყნის 398 მაზრიდან დაახლოებით 250-ს აკონტროლებს. შეერთებულმა შტატებმა თითქმის 95%-ით დაასრულა ჯარების გაყვანა. ტენდენციები აშკარაა.
ავღანეთის ჩრდილოეთ საზღვრისპირა რაიონებში სამთავრობო ძალები და სახალხო ლაშქარი სასტიკ ბრძოლას განაგრძობენ „თალიბანის“ რაზმებთან. მიუხედავად იმისა, რომ თალიბები მეზობელი სახელმწიფოების საზღვრების ხელშეუხებლობის პირობას დებენ, ცენტრალური აზია ომის ქაოსთან საშიშად ახლოსაა. შეშფოთებას იწვევს „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ჩრდილოეთ პროვინციებში ორგანიზაციის დაახლოებით 4 ათასამდე ბოევიკია თავმოყრილი.

ოპერატიული ვითარება

გასული კვირის განმავლობაში ავღანეთის პროვინციებში — ქუნდუზში, ბადახშანში, ბადგისსა და გერათში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. დაღუპულია ასობით სამხედრო, თალიბი და მშვიდობიანი მოქალაქე.
„მადლობა ბაიდენს იარაღისთვის!“ — ვინ უჭერს მხარს ავღანელ თალიბებს
სამთავრობო ძალების წარმატებად იქცა „თალიბანის“ დაზვერვის მეთაურის ქარი შაგასის ლიკვიდაცია 12 ივლისის ღამით ლოგარის პროვინციაში.
მეორე მხრივ, თალიბები მხეცურად იქცევიან დაპყრობილ მაზრებში — ძალადობრივად ირთავენ ცოლებად ადგილობრივ ქალებს, სასტიკად ახშობენ სახალხო უკმაყოფილებას, ხვრეტენ ტყვეებს. და ეს ყველაფერი „საამიროს“ ახალი წესების მიხედვით. CNN-ის ინფორმაციით, ბოევიკებმა ავღანეთის არმიის ოცზე მეტი სპეცრაზმელი დახვრიტეს თურქმენეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ დავლათ-აბადში, როდესაც ისინი დანებებას ცდილობდნენ. ასეთი ქმედებები მკვეთრ კონტრასტშია თალიბების მცდელობასთან, ლეგიტიმურ ეროვნულ ძალად გამოიყურებოდნენ საერთაშორისო არენაზე.
ცენტრალურ აზიაში ყველაზე გრძელი და სახიფათო საზღვარი ტაჯიკეთთან პრაქტიკულად სრულად გადავიდა თალიბების კონტროლქვეშ.
შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთმა და ტაჯიკეთმა ავღანეთთან საზღვარზე ახალი სასაზღვრო ფორპოსტის აგება დაიწყეს. ბოლო ორიოდე დღეში თალიბებისგან თავდასაღწევად ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 120-ზე მეტი ავღანელი გადავიდა.
ტრამპი ბრალს სდებს: ბაიდენი თალიბებს მილიარდობით დოლარის იარაღს უტოვებს
დუშანბეში 13-14 ივლისს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი გაიმართა — ავღანურ პრობლემატიკაზე აქცენტით. მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს ავღანეთის ჩრდილოეთ რაიონებში დაძაბულობის მატების გამო, რაც „სხვადასხვა ტერორისტული, სეპარატისტული და ექსტრემისტული დაჯგუფებების კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას“ მოჰყვა. რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის წარმომადგენლებმა ტერორიზმთან, სეპარატიზმთან და ექსტრემიზმთან 2022-2024 წლებში ბრძოლაში თანამშრომლობის პროგრამები და ასევე 2018-2023 წლების ანტინარკოტიკული სტრატეგიის სამუშაო გეგმა განიხილეს.

აღმოსავლეთი - ფაქიზი საქმეა

საინტერესოა, რომ „თალიბანის“ დიპლომატიური აქტიურობა სტამბულში არ შედგა, სამაგიეროდ „დიპლომატიური ოფისი“ ჩავიდა მოსკოვში, თეირანსა და ცენტრალური აზიის ზოგ სხვა დედაქალაქში. ბოლო დღეების მოვლენები და ტენდენციები ადასტურებს: აშშ და მისი მოკავშირეები უკვე ვეღარაფრით ვერ დაეხმარებიან ავღანეთის კანონიერ ხელმძღვანელობას. თალიბებს ჯერ კიდევ არ დაუმარცხებიათ მთავრობა ქაბულში, მაგრამ უკვე გაიმარჯვეს ვაშინგტონზე — ამერიკელები აქტიურად ეძებენ დამნაშავეებს ვიეტნამის შემდეგ ყველაზე გამანადგურებელ გეოპოლიტიკურ მარცხში. მეორე ავღანურ ომში დამარცხებული ბრიტანეთი გამარჯვებულებთან თანამშრომლობისკენ იხრება, რომლებსაც გაერო 2011 წლიდან მიიჩნევს ტერორისტებად. ის კი არა, თალიბებს შორის პატივსაცემმა თურქეთმაც კი „ბოლო ავღანური გაფრთხილება“ მიიღო.
მიმოხილვა: რა არის „თალიბანი“ - დაჯგუფება თუ უკვე სახელმწიფო?
კოლექტიური დასავლეთი კვლავ ცდილობს ავღანეთის სამთავრობო ძალებისადმი მხარდაჭერა გამოხატოს — ქაბულში პროამერიკული მთავრობა თუ ვერა, სახე მაინც რომ შეინარჩუნონ. მაგრამ აბუ-დაბის (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ავიაბაზის შორი მდებარეობა ეფექტურობას ამცირებს — ავღანეთამდე ფრენას სამი-ოთხი საათი მაინც სჭირდება.
გეოგრაფიული მდებარეობა უფრო მოსკოვსა და მის მოკავშირეებზეა დამოკიდებული, ვიდრე ვაშინგტონსა და ნატოზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ამბობს, რომ რუსეთისთვის პრინციპულად მიუღებელია ამერიკული ჯარების ავღანეთიდან გადასროლა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. ეს პოზიცია მოსკოვმა ვაშინგტონსაც აცნობა და თავის რეგიონულ მოკავშირეებსაც.
შემდგომში ყველას გაუჭირდება. რაღა თქმა უნდა, „თალიბანი“ დესტრუქციული, ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის, ცენტრალური და სამხრეთი აზიის ქვეყნების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. პაკისტანის ექსტრემისტულ მედრესეებში ახალგაზრდა რადიკალებს რუსეთისა და ევროპული ცივილიზაციების მიმართ უკიდურესად რადიკალურ განწყობას უვითარებენ. და, მაინც, თუ აშშ-ის და ნატოს მრავალწლიან სისხლისმღვრელ „კორექციებს“ გავითვალისწინებთ ერაყში, ავღანეთში, იუგოსლავიაში, ლიბიასა და სირიაში, მაშინ თალიბები შეიძლება ნაკლები ბოროტებაც კი გამოდგეს ორ ბოროტებას შორის.
შეერთებულმა შტატებმა ბოლო შვიდ ათწლეულში ყველა ომი წააგო, მაგრამ ავღანეთი განსაკუთრებული გვერდია დასავლეთის ისტორიაში, რომელმაც ვერ შეძლო აღმოსავლეთის შეცვლა თავისი შთამბეჭდავი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალითა და მაღალტექნოლოგიური სოლიდარობით 20 წლის განმავლობაში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს