ქართველი ათლეტების განრიგი ტოკიოს ოლიმპიადაზე

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრები სპორტის 10 სახეობაში 35 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრიგი ცნობილია.
პირობას ვდებთ: ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიური ფიცი დადეს>>
2020 წლის ზაფხულის 32–ე ოლიმპიურ ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში 35 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება.
ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სპორტსმენების განრიგი ასე გამოიყურება:
ძიუდო. 24 ივლისი - 31 ივლისი
ჭიდაობა. 1-7 აგვისტო
ძალოსნობა. 24-28 ივლისი & 31 ივლისი-4 აგვისტო
მძლეოსნობა. 30 ივლისი-8 აგვისტო
კრივი. 24-31 ივლისი & 2-8 აგვისტო
ცურვა. 24 ივლისი-1 აგვისტო
ჩოგბურთი. 24-31 ივლისი
ტყვიის სროლა. 24 ივლისი-2 აგვისტო
მხატვრული ტანვარჯიში. 24-29 ივლისი & 1-3 აგვისტო სალომე ფაჟავა.
ფარიკაობა. 24 ივლისი-1 აგვისტო
კარატე. 5-7 აგვისტო
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებს საჩუქრად 1 მილიონი ლარი გადაეცემათ.
რამხელა ჯილდოს მიიღებს ტოკიოს ოლიმპიური ჩემპიონი - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება
სპორტსმენები ოლიმპიადის პერიოდში ყოველდღიურად ჩაიტარებენ ტესტირებას და გადაადგილდებიან მხოლოდ სპეციალური ტრანსპორტით. გარდა ამისა, ოლიმპიელებს მოუწევთ მუდამ ეკეთოთ პირბადე, მოხსნის უფლება ექნებათ მხოლოდ სადილის დროს, ვარჯიშზე, შეჯიბრებისა და ძილის დროს.
2020 წლის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თამაშების გამართვის წინააღმდეგი იყო. ოლიმპიადა 8 აგვისტოს დაიხურება.