სისხლიანი დაპირისპირება რუსთავში - მოკლულია ერთი ადამიანი

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. რუსთავში გვიან ღამით მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა. კონფლიქტის დროს ერთმა ახალგაზრდამ ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ერთი ადამიანი უკვე დააკავეს.