საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება

2021 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემაში იპოთეკური სესხების მოცულობა 8,76 მლრდ ლარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები გამოუშან - შესაბამისი კანონპროექტის პრეზენტაცია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გამართა.
აღნიშნული კანონპროექტის მიზანია დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის განვითარება.
პრეზენტაციაზე კომერციული ბანკები ასევე გაეცნენ საერთაშორისო ბანკების გამოცდილებას იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების განვითარებისა და გამოცდილების კუთხით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემაში იპოთეკური სესხების მოცულობა 8,76 მლრდ ლარს შეადგენს.