საქართველოდან ექსპორტი იზრდება – ახალი მონაცემები

2021 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი 25,5%-ით გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის იანვარი-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,3%-ით გაიზარდა და 6.212,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში.
ღვინის რამდენ სახეობას ეთქვა უარი ექსპორტის განხორციელებაზე
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4.324,6 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის იანვარი-ივნისთან შედარებით 19,5%-ით მეტია.
2021 წლის იანვარი-ივნისში საქართველოდან 1.887,5 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25,5%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.437,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39,2%-ს შეადგენს.