გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს - ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენელი მამაკაცები არიან ყველაზე დიდი რომანტიკოსები და იდუმალებით მოცული ადამიანები. მათთან ცხოვრება ცოტაოდენ ზღაპარს წააგავს...
კირჩხიბი
კირჩხიბი მამაკაცი თავისი ნატურით მეოცნებე და რომანტიკოსია. მასთან ყველაზე ღრმა გრძნობების მორევში ჩაძირვაა შესაძლებელი. ის გალანტური კავალერია, თავის რჩეულს ყურადღებას არ აკლებს; არის მზრუნველი – თავის მეორე ნახევარზე მუდამ ზრუნავს. მამაკაცი კირჩხიბი ცდილობს, თავისი ოცნების გოგონას სულიერად დაუახლოვდეს.
ლომი
ლომი მგზნებარე და გამოუსწორებელი რომანტიკოსია. ის საყვარელი ქალისთვის ყველაფერს გააკეთებს, შეუძლია გაანებივროს ის მდიდრული საჩუქრებით, შეუქმნას მას ნამდვილი ზღაპრული ცხოვრება, მოიქცეს გალანტურად და იყოს ყურადღებიანი. ამ თვისებების წყალობით ადვილად იგებს ქალების გულს.
სასწორი
სასწორ მამაკაცს ქალის ყურადღების მიპყრობა თავისი ფლირტითა და მომხიბვლელობით შეუძლია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებთან ურთიერთობა ყოველთვის სავსეა რომანტიკით, სასიამოვნო სიტყვებით, ლამაზი ქცევებით. მაგრამ ქალები ფრთხილად უნდა იყვნენ ლამაზად მოსაუბრე სასწორებთან, რადგან მათ გულის გატეხაც შეუძლიათ იქამდე, სანამ თავის ერთადერთს არ იპოვიან. სასწორ მამაკაცს სწრაფად უყვარდება და ასევე სწრაფად შეიძლება გაუცრუვდეს იმედი.
თევზები
მამაკაცი თევზები მეოცნებე და რომანტიკოსი არიან. მათთან ურთიერთობა სავსეა ღრმა გრძნობებითა და მრავალი რომანტიკული მომენტით. თევზ მამაკაცს შეუძლია თავის რჩეულს ბობოქარი ემოციები აჩუქოს. თევზებთან ურთიერთობაში ქალები თავს გრძნობენ, როგორც უმშვენიერესი, ღირსეული, საყვარელი ადამიანები. თავისი საყვარელი ქალის გულისთვის ის ყველაფრისთვის მზადაა: იზრუნოს მასზე, იყოს ყურადღებიანი, შექმნას რომანტიკა და ყოველთვის ჰქონდეს თავის რჩეულთან სულიერი კავშირი.