პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ბედს მათი ქალიშვილის ნათლობა გადაწყვეტს – ექსპერტი

ივნისის დასაწყისში პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი, გოგონა შეეძინათ, რომელსაც სახელად ლილიბეტ დიანა დაარქვეს.
Sputnik
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ექსპერტი დანიელა ელსერი მიიჩნევს, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გოგონას ლილიბეტის დაბადების შემდეგ რთული არჩევანის წინაშე დგანან. ამის შესახებ წერს გამოცემა Daily Mirror.
ყვითელი ამბები
რა ქონებას ფლობენ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი?
ექსპერტის აზრით, გადაწყვეტილება, რომელსაც ჰარი და მეგანი ახალშობილი გოგონას ნათლობასთან დაკავშირებით მიიღებენ, განსაზღვრავს მათ მომავალ ბედსა და იმიჯს საზოგადოებისა და ნათესავების თვალში. ელსერი ირწმუნება, რომ ამ ცერემონიამ შესაძლოა გააუმჯობესოს, ან კიდევ უფრო გააუარესოს ნათესავებთან ჰარისა და მეგანის ურთიერთობა.
ელსერის აზრით, დიდ ბრიტანეთში ბავშვის მონათვლა ჩაითვლება როგორც მშვიდობის ზეთისხილის რტო. სხვა გადაწყვეტილება კი – პირიქით: ლილიბეტის აშშ-ში მონათვლა, დედოფლისგან მოშორებით, რომელიც საერთაშორისო მოგზაურობაზე უარს ამბობს, გახდება ოჯახის საბოლოო დაშლის ნიშანი, ამბობს ექსპერტი.
არ არის გამორიცხული, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ქალიშვილის ნათლობის აფიშირება არ მოახდინონ. ელსერი წყვილს აფრთხილებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ელისაბედ მეორისადმი ღრმა უპატივცემულობის ნიშნადაც ჩაითვლება.
პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი 4 ივნისს შეეძინათ.
გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.