სამხედრო ჰოსპიტალში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები აიცრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს
Sputnik
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. პირველი ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარა, ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რეგისტრაცია Pfizer-ით აცრისთვის „ჩავარდა"
უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების პერსონალის ვაქცინაცია გორში მდებარე გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში ეროვნული გეგმისა და შიდაუწყებრივი გეგმის მიხედვით ჩატარდა. კოვიდ-საწინააღმდეგო აცრა ასევე გაიკეთეს საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში მონაწილე სამხედროებმა.
საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები შეიქმნება. პროცესს კოორდინაციას გაუწევს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტი და სამხედრო ჰოსპიტალი.
სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო მზადაა უზრუნველყოს სამხედროთა ოჯახის წევრების ვაქცინაცია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 317.537 პირია ვაქცინირებული, აქედან სრული ორი დოზით 122.180 ადამიანი.