ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ინფიცირებული ბავშვების რაოდენობაც, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
Sputnik
„კორონავირუსის დელტა ვარიანტი უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს და უფრო მეტ მძიმე შემთხვევებს იწვევს. შესაბამისად საავადმყოფოებში  გაიზარდა მიმართვიანობა,  რამაც განაპირობა კიდეც საწოლფონდის გარკვეული დეფიციტი და აუცილებელი გახდა საწოლების დამატება. ერთადერთი შესაძლებლობა ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის არის მშობლების და ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია. სხვა გამოსავალი არა გვაქვს,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ პირველი არხის ეთერში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 13 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 310 332 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 120 479 ადამიანი.