„დავბრუნდი და მითხრა, რომ მიღალატა...“ - ივანა მელაი და გურამ ლომიძე დაშორდნენ?

„ქუჩის ბიჭების“ ცნობილი წევრი გურამ ლომიძე რამდენიმე წელია ამერიკაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც სავარაუდოდ დაშორდა
Sputnik
„ქუჩის ბიჭების“ წევრი, გურამ ლომიძე ია ფარულავას გადაცემას სტუმრობს და თავისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს, მათ შორის ქორწინებებზე ხატია შამუგიასთან და ივანა მელაისთან და შვილზე, რომელიც წლებია, არ უნახავს.
გადაცემის ანონსში გურამ ლომიძე პასუხობს კითხვას, როგორი მეუღლე აღმოჩნდა ივანა, რაზეც გურამი ამბობს, რომ ერთგული, თუმცა გადაცემის ანონსში ისმის ასევე მისი სიტყვები, რომ ერთ-ერთი საქართველოდან ჩასვლის შემდეგ მან უთხრა, რომ უღალატა და კიდევ ერთი განქორწინება მოჰყვა ამას. უცნობია მომღერალი ამ შემთხვევაში ივანაზე საუბრობს, თუ ყოფილ მეუღლეზე, რომელთანაც 11 წლის შვილი ჰყავს.
ივანა მელაის და გურამ ლომიძის ვარსკვლავური წყვილი ჩიკაგოში ცხოვრობს, სადაც შემოქმედებით საქმიანობასთან ერთად პატარა ელიზაბეტ ნატალის აღზრდით არიან დაკავებული.
ელიზაბეტი დეკემბერში 5 წლის ხდება. მშობლები ინტერვიუებში აღნიშნავენ, რომ არის ძალიან არტისტული, კომუნიკაბელური ბავშვი, ძალიან კარგად მღერის და სამომავლოდ, სავარაუდოდ, ხელოვნების გზას აირჩევს.
წყვილმა დაქორწინების გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღო, მანამდე კი ორი წლის მანძილზე საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს. გურამ ლომიძეს და ივანა მელაის 2016 წლის ბოლოს შეეძინათ ქალიშვილი ნატალი-ელისაბედი, რომლის აღზრდაშიც წყვილს მშობლები ეხმარებიან.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს გურამიკოს პირველი ქორწინებიდან ხატია შამუგიასთან 19 წლის ნიკა და ამერიკაში 11 წლის ლიამი ჰყავს.