„არადა, მშვენიერი ბიჭია“ - ამერიკაში მცხოვრები ეკუნა ყანჩაველი შეყვარებულს მალავს

სოციალურ ქსელში ცნობილი მომღერალი, რეპერი ეკუნა ყანჩაველი უკვე წლებია ამერიკაში ცხოვრობს და თავისი ყოველდღიურობიდან საინტერესო დეტალებს ხელმომწერებს უზიარებს
Sputnik
ბოლო რამდენიმე თვეა, ეკუნა აქტიური ცხოვრების წესს მისდევს. ამის წყალობით წონაშიც დაიკლო და იმიჯიც შეიცვალა: „ვინც არ იცით, ამერიკაში ვარ მესამე წელია, ჩამოვედი 20 წლის, არა დედა, არა მამა, არა ნათესავი, მოკლედ, არავინ. მხოლოდ ჯიბის ფული მედო საფულეში, ისიც არ ვიცოდი, რას ვიზამდი, სად ვიცხოვრებდი ან როგორ აეწყობოდა ყველაფერი, მაგრამ, მგონი, სამყარომ დაიწყო ჩემზე მუშაობა და ეს ყველაფერი მიფასდება. ალბათ, ოდესმე წიგნს დავწერ და აღვწერ, რამდენი უცნაურობა გადამხდა. მალე დავბრუნდები ახალი ამბებით, ახალი ვიდეოებით და, რაც მთავარია, ახალი მუსიკით”, - წერდა ეკუნა ყანჩაველი.
როგორც აღმოჩნდა, ეკუნამ საოცნებო ქვეყანაში სიყვარულიც იპოვა და ირანელი წარმოშობის რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს. მისი არჩევანი გამომწერების ნაწილმა გააკრიტიკა, ზოგმა კი გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ ფარავს ის შეყვარებულის სახეს ყველგან: „სახეს რატომ უმალავ, ვერ გავიგე. არადა, მშვენიერი ბიჭია“, - წერენ კომენტარებში. როგორც ეკუნა ყანჩაველმა განმარტა, არ უნდა, მისი პირადი ცხოვრება საჯარო იყოს და ასე სწორედ ამიტომ იქცევა და მოგვიანებით ფოტოებიც წაშალა.
ეკუნა ამერიკაში მოხვედრაზე ოცნებობდა, ვიზის აღებას დიდხანს ელოდა, ერთ-ერთ ზაფხულს კი ცხოვრების რამდენიმეწლიანი უფლება მიიღო, ოცნება აიხდინა და ამერიკაში წავიდა. გოგონა კარგად მღერის, მათ შორის რეპიც შესანიშნავად გამოსდის და მისი კლიპები „იუთუბზეც“ იძებნება.
ფაქტია, ეკუნა სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურია და თავისი საინტერესო ცხოვრების დეტალებს თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებს. „ინსტაგრამიდან“ ჩანს, რომ მომღერალი საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს.