სად იქნება შესაძლებელი Pfizer-ით  აცრა  ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა

საქართველოში  კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შვიდ კლინიკაში იქნება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
Sputnik
„ვაქცინაციის პროცესში ჩართულია სამი ვაქცინა: AstraZeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი ხოლო დღეიდან უკვე ფაიზერის ვაქცინებითაც ვიწყებთ მასიური ვაქცინაციის პროცესს. პირველი ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მასშტაბით ჩართული იქნება შვიდი კლინიკა. ეს იქნება რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელჰოსპიტალი, ბოკერიას სახელობის კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალი,  ქუთაისის დასავლეთის სამედიცინო ცენტრი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, –თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.
Pfizer-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს, 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ვაქცინაცია ამ ეტაპზე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.