ზეკარში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

მუსიკა და ცეკვები მთაში, იოგა, გამოფენა-გაყიდვა და მშვილდით სროლა – საქართველო სტუმრებს უჩვეულო ფესტივალზე ეპატიჟება.
Sputnik
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ჰაერზე“ (Haerze) იმერეთში, ზეკარში 23-24 ივლისს გაიმართება, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
„ზეკარი – ესაა მწვანე ზონა, გარშემორტყმული საირმის მთებით, სადაც გელოდებათ აქტიური დასვენება, გართობა და ელექტრონული მუსიკა ერთ სივრცეში“, – აღნიშნულია ფესტივალის ანონსში.
ფესტივალის სტუმრებს დახვდება სამი სცენა – მთავარი (Haerze), შიდა (Zekari Factory) და სცენა Red Bull.
ასევე ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას, სადაც მსურველები დაკავდებიან იოგით, მშვილდით სროლით, მონაწილეობას მიიღებენ სპორტულ ღონისძიებებში და სხვ.
გარდა ამისა, მოეწყობა დამატებითი სივრცეები – საკარვე ზონა, კვების ობიექტები, ბარები, გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის სცენაზე გამოვლენ Boyd Schidt, Skyra Gio Jakeli, Michailo, Generali Minerali, Gabumia, L9, Jorjick, Yanamaste, Sumo, Zapa და სხვები.