„მომინდა, რომ ვყოფილიყავი მარტო. არ ვიცი ეს მარტოობა რამდენ ხანს გაგრძელდება. ზოგადად ყველაფრისგან დავიღალე. დავიღალე ეკლესიითაც, დავიღალე ყველაფრით, რაც ჩემ გარშემო ხდება. დავიღალე არა კონკრეტული ადამიანებიდან გამომდინარე, არამედ ფონიდან გამომდინარე“, – ამბობს პეტრე კოლხი.
არც ისე დიდი ხნის წინ მამა პეტრემ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და თბილისიდან კასპში, ერთაწმინდაში მარტო გადავიდა საცხოვრებლად. ამბობს, რომ ამ ეტაპზე სურს იყოს მარტო, იფიქროს ბევრი და დაასრულოს წიგნი, რომელსაც ახლა წერს.