ქალაქ სუჩჟოუში 12 ივლისს სასტუმრო ჩამოინგრა. რვა ადამიანი დაიღუპა, ცხრა ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
„სამშაბათს, დილის 7 საათისთვის ნანგრევებიდან 14 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, ერთ-ერთ მათგანს არავითარი ტრავმა არ აღენიშნება, ხუთი სტაბილურ მდგომარეობაშია, დაღუპულია რვა ადამიანი“, – ნათქვამია ქალაქის მთავრობის განცხადებაში.
გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. შენობის დანგრევის შედეგად ნანგრევებში სულ 23 ადამიანი მოჰყვა.