ზოგიერთი ნიშანი ძალზე მგრძნობიარეა, ამიტომ ისინი ცხოვრებისეულ სირთულეებს ზედმეტად ემოციურად განიცდიან. ხშირად ჩივიან საკუთარ ცხოვრებაზე და უკვირთ, როდესაც ოპტიმისტი ახლობლები ამბობენ, რომ მუდმივი ნეგატივით დაიღალნენ.
გაიცანით ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც ბედზე მუდმივად წუწუნებენ.
ტყუპი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ორი მხარე აქვთ. გარშემომყოფები, როგორც წესი, მათ მხიარულ, კომუნიკაბელურ და მეგობრულ მხარეს ხედავენ, მაგრამ დეპრესიულ მომენტებში ისინი ცხოვრებაზე წუწუნსა და საკუთარი თავის შეცოდებას იწყებენ. როგორც წესი, არ სჭირდებათ ამგვარი მოულოდნელი ცვლილებებისთვის მიზეზი, ამიტომ მათ გვერდით მყოფ ადამიანებს ხასიათის ამ თავისებურებასთან შეგუების მეტი არაფერი დარჩენიათ.
სასწორი
სასწორი ზოდიაქოს კიდევ ერთი ემოციური ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები საკუთარ ცხოვრებაში ჰარმონიის პოვნას ცდილობენ, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, მიუღწეველი ოცნებაა. როდესაც ჰაერის ნიშანი თავისი სურვილების უტოპიურობას აცნობიერებს, ძალიან სწყინს, ბრაზდება სამყაროს უსამართლობაზე და თავისი ნეგატიური ემოციების „შადრევანს“ ახლობლებზე ანთხევს.
თევზები
წყლის სტიქიის ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე ემოციური და მგრძნობიარე არიან. სიკეთიდან გამომდინარე, ხშირად ეხმარებიან სხვებს, მაგრამ ძალიან ბევრს ფიქრობენ საკუთარ ცხოვრებაზე, რის გამოც უიმედო დასკვნები გამოაქვთ. ხშირად უფუჭებთ განწყობას წვრილმანები, განიცდიან ახლობლების საქციელს. ისინი ცხოვრებაზე იმიტომ წუწუნებენ, რომ დამშვიდება და მხარდაჭერა სჭირდებათ.