რიკოთის გვირაბში გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება ზაფხულის სეზონის დადგომასთან არის დაკავშირებული.
Sputnik
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში რამდენიმე დღით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.