პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ფულადი ჯილდო მიიღეს – დეტალები

სამეფო ოჯახის წევრებმა, სკანდალურმა წყვილმა საქველმოქმედო ორგანიზაციისგან ფულადი ჯილდო მიიღეს. თუ რატომ, ნახეთ სტატიაში.
Sputnik
ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Population Matters პრინც ჰარის და მის მეუღლეს მეგან მარკლს 500 ფუნტ სტერლინგს გადასცემს (695 აშშ დოლარს) მათი გადაწყვეტილებისთვის – აღარ იყოლიონ მეტი შვილი. ორგანიზაცია თვლის, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს გარემოზე ზემოქმედება. ამის შესახებ იუწყება ტელეარხი Sky News.
ყვითელი ამბები
რა ქონებას ფლობენ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი?
„მცირე ოჯახები ამცირებენ ჩვენს გავლენას დედამიწაზე და ყველა ჩვენს შვილს, მათ შვილებსა და მომავალ თაობებს ჯანმრთელ პლანეტაზე ცხოვრების მეტი შანსი ეძლევათ”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციამ მადლობა გადაუხადა სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ამ „განათლებული გადაწყვეტილების“ მიღების გამო და მიუთითა, რომ პატარა ოჯახი ასევე შეიძლება იყოს ბედნიერი ოჯახი.
მეუღლეებს შეუძლიათ ორგანიზაციისგან მიღებული თანხები გადასცენ მათთვის სასურველ ნებისმიერ საქველმოქმედო ორგანიზაციას, აღნიშნულია Population Matters-ის განცხადებაში.
ივნისის დასაწყისში პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მერე შვილი, გოგონა შეეძინათ, რომელსაც სახელად ლილიბეტ დაიანა დაარქვეს.
გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ, და მათ ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.