ჟურნალისტები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. პარლამენტის სპიკერის ადგილი დაიკავეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა თინათინ ბოკუჩავამ, ელენე ხოშტარიამ, ლელა ქებურიამ, ხათუნა სამნიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. მათ ტრიბუნაზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გამოფინეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
მანდატურებმა დარბაზში წესრიგის დამყარება გარკვეული დროის შემდეგ შეძლეს. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი შენობიდან ძალით გაიყვანეს.