„ბატიბუტა კუნთი ხარ...“ – ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთი ხატიაშვილის შეყვარებულს დაუპირისპირდა

მორაგბე დავით კაჭარავა ცნობილი ტანმოვარჯიშის და ტელეწამყვანის ქეთი ხატიაშვილის შეყვარებულია. მას ნანუკა ჟორჟოლიანი დაუპირისპირდა.
Sputnik
A post shared by Keti 💫 (@ketevan_khatiashvili)
დავით კაჭარავას და ცნობილი ტანმოვარჯიშის ქეთი ხატიაშვილის ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლის. ისინი რამდენიმე თვის წინ შერიგდნენ და ახლა ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. როცა დავით კაჭარავა „ქართული ოცნების” სიაში მოხვდა, ქეთიმ მის გადაწყვეტილებაზე საუბარი ჟურნალისტებთან არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ ყოფილ სპორტსმენს ქვეყანაზე გული შესტკივა და ახალ გამოწვევებს პასუხისმგებლობით მოეკიდა.
ყოფილი მორაგბე და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ყვითელი პრესის ობიექტივში პირველად 2018 წელს მოექცა. მაშინ ცნობილი გახდა, რომ მორაგბე ცნობილ ტანმოვარჯიშეს, უმშვენიერეს ქეთევან ხატიაშვილს ხვდებოდა და წყვილი გრძნობებს აღარ მალავდა.