„ლექსოსთვის!“ – ტელეოპერატორის სიკვდილის გამო საქართველოში პროტესტმა იფეთქა – ფოტო

ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციიდან.
Sputnik
ქვეყნის პირველმა პირებმა ოფიციალური სამძიმარი გამოუცხადეს ოჯახს და „TV პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გარემოებების ობიექტური გამოძიების პირობა დადეს. მასმედიამ და ოპოზიციამ უკვე დაადანაშაულეს მთავრობა 5 ივლისს უმოქმედობაში, როდესაც მასმედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.
მასმედიის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან დიდი მიტინგი გამართეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ტელეარხებმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთეს პრესისთვის.
ორშაბათს, საღამოს აქტივისტები ახალ საპროტესტო აქციას გეგმავენ, თუ მანამდე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გადადგება დაკავებული თანამდებობიდან.
1 / 18
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა. გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა
2 / 18
აქციის მონაწილეები ტელეოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებდნენ
3 / 18
მთავრობაში განაცხადეს, რომ ჩატარდება ტელეოპერატორის გარდაცვალების გამოძიება, თუმცა პროტესტანტებმა მათ უნდობლობა გამოუცხადეს
4 / 18
აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება. კვირას აქცია მიმდინარეობდა ლოზუნგით “სისტემა კლავს! გამოდი სიცოცხლისათვის!“
5 / 18
ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად აქციის ზოგიერთი მონაწილე წითელი საღებავით შეიღება
6 / 18
ზოგიერთი ტელეჟურნალისტი ასევე წითელ ლაქებიანი მაისურით უძღვებოდა პირდაპირ ეთერს
7 / 18
აქციაზე სიტყვით გამოვიდა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია
8 / 18
მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომაა
9 / 18
პარლამენტთან პარალელურად მიმდინარეობდა სამგლოვიარო აქცია - ადამიანებმა ლექსო ლაშქარავას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს
10 / 18
აქცია პარლამენტთან ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა
11 / 18
დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები სხვადასხვა ლოზუნგებით
12 / 18
შსს გამოძიებას აწარმოებს. უკვე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ლექსო ლაშქარავას ადგილსამყოფელი მის გარდაცვალებამდე. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ოპერატორის გარდაცვალების თემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება არასწორია
13 / 18
თუმცა დაძაბულობა მატულობს
14 / 18
საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, რუსთავში, გორსა და თელავში
15 / 18
მიტინგის ბოლოს აქციის მონაწილეებმა მინისტრთა კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს და მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომელსაც ვადა ორშაბათს შუა დღით ეწურება
16 / 18
პარლამენტთან აქციის შემდეგ მომიტინგეებმა კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც მობილიზებული იყო ათობით პოლიციელი
17 / 18
აქ იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელიაც
18 / 18
თუ ღარიბაშვილი და მისი მინისტრები არ გადადგებიან, აქციის ორგანიზატორები ორშაბათს მასშტაბურ აქციას გეგმავენ, სადაც საზოგადოებას საკუთარ სამოქმედო გეგმას გააცნობენ