ყველასთვის საყვარელი ნათელა ბებო საავადმყოფოშია – გივიკო დიდია ვიდეოს ავრცელებს

მომღერალ გივიკო დიდიას ბებო საავადმყოფოშია მოთავსებული – როგორც გივიკო წერს, ნათის ბარძაყის ყელის მოტეხილობა აქვს.
Sputnik
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ გივიკოს ბებიამ ოპერაცია გაიკეთა და თავს კარგად გრძნობს.
„ყველგან რეკავს – ახლა გამევედი, კარგად ვარო“, – წერს მომღერალი.
ორი დღის წინ გივიკო წერდა, რომ სახლში დაბრუნებულს ბებია წაქცეული დახვდა, მოგვიანებით მას ბარძაყის ყელის მოტეხილობა დაუდგინდა.