„იყო გარკვეული საეჭვო უბნები თავის ტვინის ნივთიერებაში. არ არის გამორიცხული, რომ ადგილი ჰქონოდა ინფექციური პროცესის აღმავალ გავრცელებას. კატეგორიულად ჯერ ვერ ვამბობ, რადგან მას 8 ივლისს კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლავ აღენიშნებოდა სისხლი, ჰაერი იმ ადგილას, სადაც ჰქონდა მოტეხილობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაწოვა დროის ამ მცირე მონაკვეთში, რაც საავადმყოფოში იწვა, ვერ მოხდებოდა“, – ამბობს გეჯაძე.
„TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი საკუთარ სახლში კვირას, დილით ნახეს. ექვსი დღით ადრე თბილისში არეულობების დროს ის სასტიკად სცემეს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა. მას სახის ძვლების მოტეხილობები დაუდგინდა და იმ დღესვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.