თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულმა ალექსანდრე ცხოვრებოვმა კომპანია Google-ში დაიწყო მუშაობა, ნათქვამია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ცხოვრებოვმა მუშაობა Google-ის მიუნხენის ოფისში დაიწყო. იგი Moma Search-ის გუნდში ინჟინერ–პროგრამისტის პოზიციაზე იმუშავებს.
ალექსანდრე თავისუფალ უნივერსიტეტში იყო სემინარისტი პროგრამირების მეთოდოლოგიასა და პროგრამირების აბსტრაქციაში.
კომპანია Google-ის ოფისში ადრე ასევე დასაქმდა რამდენიმე ქართველი სტუდენტი. მათ შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული გიორგი მეგრელი, რომელმაც კომპანიის ლონდონის ოფისში დაიწყო მუშაობა და თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მარიამ ბეჟაშვილი, რომელმაც მიუნხენში დაიწყო მუშაობა.