ღოღობერიძე: თუ თქვენ გაწუხებთ ოფლიანობა, ასე უნდა მოიქცეთ

ექიმი-რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, როგორ დავიცვათ თავი ოფლიანობისგან და ამაზე საზოგადოებას რჩევებს აძლევს.
Sputnik
„დეოდორანტები ხელს არ უშლიან ოფლის წარმოქმნას, ისინი ხელს უშლიან, რომ ოფლს სუნი არ ჰქონდეს, ანტიპერსპირანტი კი ბლოკავს ფორებს და აჩერებს ოფლის გამოყოფას. თუ თქვენ გაწუხებთ ოფლიანობა, ასე უნდა მოიქცეთ: დაბანის შემდეგ იღლიის მიდამო კარგად შეიმშრალეთ, რომ გაშრება 100%-ით, შემდეგ მიისხურეთ ანტიპერსპირანტი, მთელი ღამის განმავლობაში დაიტოვეთ. თუ ძალიან მიდრეკილი ხართ ოფლიანობისკენ, დილით შეგიძლიათ თხელი ფენა დაამატოთ ზემოდან. ამ ყველაფერს 24 საათის განმავლობაში ექნება ძალიან კარგი ეფექტი“, – ამბობს ღოღობერიძე.
ექიმი-რეზიდენტის რჩევით, ტანსაცმელი მხოლოდ მას შემდეგ უნდა ჩავიცვათ, როდესაც ანტიპერსპირანტი თუ დეოდორანტი ბოლომდე გაშრება, რათა ტანსაცმელმა არ შეიწოვოს და მათი ეფექტურობა არ დააქვეითოს.