საქართველოში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ბასიანი 2021“ დაიწყო

როგორც უწყებაში აღნიშნეს, სწავლება მიზნად ისახავს კომპონენტების დახვეწას, რაც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოების დროს.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით სწავლება „ბასიანი 2021“ დაიწყო. იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში აღმოსავლეთის სარდლობის შტაბი, პირველი ქვეითი ბრიგადა, განათლების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობები, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას.
მიმოხილვა: როგორია Sea Breeze-2021-ის მთავარი შედეგი
ათდღიანი სწავლება „ბასიანი 2021“ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიმართება.
„სწავლების ყველა ფაზა ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლების სახელმძღვანელოს დირექტივების მიხედვით განხორციელდება“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სწავლება მიზნად ისახავს კომპონენტების დახვეწას, რაც აუცილებელია საბრძოლო მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოების დროს.