მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მთლიანობაში რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში 101 სადეპუტატო მანდატზე პრეტენზიას 1791 ადამიანი აცხადებს.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. მოლდოვაში კვირას, 11 ივლისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება, იუწყება Sputnik-მოლდოვა.
არჩევნებში მონაწილეობას იღებს 20 პოლიტიკური პარტია, ორი ელექტორალური ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი. მთლიანობაში რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში 101 სადეპუტატო მანდატზე პრეტენზიას 1791 ადამიანი აცხადებს.
მოლდოვას პრეზიდენტის მხარდამჭერები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ
ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტიებისთვის და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის პარლამენტში გამსვლელი მინიმალური ზღვარი 5%-ს შეადგენს, საარჩევნო ბლოკისთვის - 7%-ს, დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის - 2%-ს.
ის პარტიები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები და დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც მითითებულზე ნაკლებ ხმას მიიღებენ, ცესკოს დადგენილებით მანდატების განაწილების პროცესს გამოეთიშებიან.
არჩევნები ჩაითვლება შეუმდგარად, თუ მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა სიებში შეტანილ პირთა ერთ მესამედზე ნაკლები მიიღებს.