ქვეყნის პირველმა პირებმა ოფიციალურად გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი და ობიექტური გამოძიების პირობა დადეს, ხოლო ოპოზიციამ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან დიდი მიტინგი გამართეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.