ინდოეთის მთავარმა დიპლომატმა თბილისში ვიზიტი დაასრულა

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში 9 ივლისს ჩამოვიდა და წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოიტანა.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიან ჯაიშანკარმა საქართველოში თავისი პირველი ვიზიტი დაასრულა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში 9 ივლისს ჩამოვიდა და ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოიტანა. წმინდა ნაწილების კურთხევის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მათი გადმოცემის საზეიმო ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში შაბათს, 10 ივლისს გაიმართა.
ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცილებდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი ინდოეთში არჩილ ძულიაშვილი.
დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თავის ინდოელ კოლეგას მისი ისტორიული ვიზიტისთვის, რომლის ფარგლებში საქართველოს სამუდამო მფლობელობაში გადმოეცა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, ხოლო თბილისში ინდოეთის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და იდეოლოგს, მაჰათმა განდის ძეგლი გაუხსნეს.
Открытие памятника Махатмы Ганди в Тбилиси
მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა თბილისში.
ძეგლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტან პალი. ინდოეთმა ძეგლი ქართულ მხარეს საჩუქრად გადმოსცა.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს.