COVID-19 საქართველოში – 11 ივლისის მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 359.226 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 999), გარდაიცვალა – 5.452 (ბოლო 24 საათში –9), კარანტინის რეჟიმშია 98, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 907 ადამიანი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 952-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 377.152-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 359.226 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 999), გარდაიცვალა – 5.452 (ბოლო 24 საათში –9), კარანტინის რეჟიმშია 98, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.472 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 907 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 20.281 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8.658, PCR–ტესტით – 11.623.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,69%, ბოლო 14 დღის – 3,79%, ბოლო 7 დღის – 4,18%.
სულ აცრილია 296.074 პირი, ერთ დღეში აცრილია 6.488ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.