კუს ტბის საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, საბაგირო მგზავრების გადაყვანას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
საბაგიროთი გადაადგილება შეუძლებელი იქნება 10-დან 12 ივლისის ჩათვლით.
კახა კალაძე: კუს ტბა უფრო მიმზიდველი გახდება
უწყების ინფორმაციით, საბაგირო მგზავრთა მომსახურებას 13 ივლისს, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის.
კუს ტბა თბილისელთათვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.