კახეთში ავარიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტომობილი, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, სახლის წინ მდგომ ქალს დაეჯახა. ქვეითი ადგილზე დაიღუპა.
Sputnik
თბილისი, 10 ივლისი - Sputnik. კახეთში ავტოავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა გუშინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მოხდა.
ხულოში ავარიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იდგა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების გამო ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მანქანის მძღოლი პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.