სასახლის აგებაზე 30 სკულპტორი მუშაობდა, რა დროსაც თითქმის ხუთი ტონა ქვიშა და რამდენიმე ასეული კილოგრამი თიხა გამოიყენეს.
იმისათვის, რომ შენობა მყარი გამოსულიყო, საძირკველში ხის კონსტრუქცია ჩაუდეს და სასახლეს პირამიდის ფორმა მისცეს.
დანიური სასახლე უკვე სევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი მსოფლიოში.
მანამდე რეკორდი გერმანიაში 2019 წელს აგებულ ქვიშის სასახლეს ეკუთვნოდა, რომელიც დანიურზე 3,5 მეტრით დაბალია.