Magticom-ზე კიბერშეტევა განხორციელდა

შსს-ს მონაცემებით, კიბერშეტევის შედეგად პრობლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის ფუნქციონირებას.
Sputnik
თბილისი,10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მობილური კავშირის უმსხვილესი ოპერატორისა და ინტერნეტ-პროვაიდერ Magticom-ის სერვერებზე კიბერშეტევა განხორციელდა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დავიცვათ მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ფასებისგან – კომუნიკაციების კომისიის რეგულაცია
შსს-ს მონაცემებით, კიბერშეტევის შედეგად პრობლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის გამართულად ფუნქციონირებას.
გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
2021 წლის აპრილის მონაცემებით, Magticom ემსახურებოდა მობილური კავშირის 2 მილიონზე მეტ აბონენტს და 471 ათასზე მეტ ინტერნეტ-აბონენტს. დღეისათვის აბონენტების რაოდენობით კომპანია საქართველოს საკომუნიკაციო ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს.