ხანძარი გორის გაზგასამართ სადგურზე: არიან დაშავებულები

ყველა დაშავებული პირი გადაყვანილია კლინიკაში, ორი მათგანი მრავალრიცხოვანი დამწვრობების გამო თბილისში გადაჰყავთ.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. გორში გაზგასამართ სადგურზე ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც თხევადი გაზის 20-ტონიანი ავზიდან აირით ავტოცისტერნა იტვირთებოდა.
ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა აფეთქება აღკვეთეს და ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს.
ყველა დაშავებული პირი გადაყვანილია კლინიკაში, ორი მათგანი მრავალრიცხოვანი დამწვრობების გამო თბილისში გადაჰყავთ. მათი მდგომარეობა მძიმეა.