წყალდიდობის გამო ნიუ-იორკის მეტროს მგზავრებს ქუჩაში „ცურვით გამოსვლამ“ მოუწიათ.
„გთხოვთ იყავით ფრთხილად და ნუ ჩახვალთ დატბორილ სადგურებზე, სანამ ჩვენი ბრიგადები პრობლემის გადასაჭრელად მუშაობენ“, – ნათქვამია ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის Twitter-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სადგურზე წყლის დონე იმდენად მაღალია, რომ მგზავრებს წელამდე სწვდებოდა.