ასეთი სიურპრიზი მოუწყვეს სამსახურში შორენა ბეგაშვილს – ემოციური ვიდეო

ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი 39 წლის გახდა. ნახეთ როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა დაბადების დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად.
Sputnik
პოპულარული მსახიობი და ფოტომოდელი იუბილარია. შორენა ბეგაშვილს 39 წელი შეუსრულდა. პირველმა მას დაბადების დღე ქალიშვილმა მიულოცა. ევას პარალელურად კი შორენას პარტნიორმა სექს-სიმბოლოს მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო. მამაკაცმა მას ფერადი ფეიერვერკით გაულამაზა საღამო, რამაც მსახიობს გული აუჩუყა. შორენა უახლეს ვიდეოში ემოციების ზღვას ვერ მალავს და გადაწყვიტა ეს „ფოლოვერებისთვისაც“ გაეზიარებინა.
შორენა ბეგაშვილს სიურპრიზი რადიო „იმედშიც“ მოუწყვეს, სადაც შორენა ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია. პირდაპირი ეთერის დროს მას სტუდიაში მეგობრები შუშხუნებით და ტორტით დაადგნენ, რამაც შორენა ძალიან გაახარა.
ბეგაშვილის რჩეული მამაკაცი ასაკით უმცროსია, თუმცა, ტელეწამყვანის თქმით, ეს საერთოდ არ ადარდებს, არადა, ყოველთვის უფროსი კაცები იზიდავდა, რადგან ეგონა, რომ ისინი დაღვინებული იყვნენ და იცოდნენ რა სურდათ ცხოვრებაში, თუმცა მიხვდა, რომ ეს ასე არაა. ბეგაშვილი 8 ივლისს 39 წლის გახდა, ლაშა ბარათელი კი 11 ივლისს 32 წლის გახდება.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ინტერვიუებში განაცხადა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი იმის გამო შეუყვარდა, რომ ის არის კაცი, რომლის სიტყვასაც ძალა აქვს და რასაც ამბობს, იმას ასრულებს. როგორც ბეგაშვილმა თოქშოუ „ახალ პროფილში“ აღნიშნა, ის მამაკაცებისგან მხოლოდ ამას ითხოვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს და სხვა მათგან არაფერი სჭირდება, რადგან საკუთარ თავს თავად უზრუნველყოფს.
კითხვაზე, ხომ არ უქმნის უხერხულობას ის მომენტი, რომ მისი საყვარელი მამაკაცი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელია, შორენა ბეგაშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანი იმიტომ უყვარდებათ, რომ ის ასეთია. რაც შეეხება კითხვას, რომ საყვარელ ადამიანს რამდენიმე თვეში ერთხელ ნახულობს და ეს ხომ არაა მისთვის დისკომფორტი, შორენამ აღნიშნა, რომ შესაძლოა სწორედ ამიტომაც აქვთ ასეთი კარგი ურთიერთობა, რომ ხშირად ვერ ნახულობენ ერთმანეთს.