მამულიჩას პირველი ცოლი შესაშურ ფორმაშია – ქალი შვილიშვილთან ერთად ისვენებს

ცნობილი პროდიუსერის ყოფილი მეუღლე ამჟამად დაქორწინებულია ცნობილი მსახიობის ყოფილ მეუღლეზე, რომელსაც ასევე ცნობილი მსახიობი შვილი ჰყავს. ნახეთ როგორ გამოიყურება საცურაო კოსტიუმში ნინო ნოზაძე.
Sputnik
ცნობილი პროდიუსერის კახა მამულაშვილის პირველი მეუღლე პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ნინო ნოზაძეა. წყვილს საერთო ვაჟი ნიკო მამულაშვილი ჰყავს, რომელიც დაქორწინებულია და პატარა ალეს მამაა. ნიკოს წყალობით მამულიჩა და ნინო უკვე გახდნენ ბებია-ბაბუა.
ნინო ერთადერთ შვილიშვილთან ერთად ზღვაზე ისვენებს. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ნინო საცურაო კოსტიუმში არაჩვეულებრივად გამოიყურება და ასაკით ბევრად უმცროსს ჰგავს.
მამულიჩა ამჟამად მომღერალ ლელა წურწუმიაზეა დაქორწინებული, მათ საერთო შვილი – 19 წლის მარიკო ჰყავთ. ქართულ შოუბიზნესში ისინი ერთ-ერთ ბედნიერ წყვილად ითვლებიან.
დაქორწინებულია ნინო ნოზაძეც. მისი მეუღლე ცნობილი მსახიობის ნინო ქორიძის ყოფილი მეუღლე დათო კვირიკაძეა, რომელიც ცნობილი მსახიობის ირაკლი კვირიკაძის მამაა.
ირაკლი კვირიკაძე ჰოლივუდში მოდელ მეუღლესთან ელენე მახარაშვილთან ერთად ცხოვრობს. ნინო ქორიძე პატარა ასაკში დაოჯახდა. ამჟამად ის მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანზეა დაქორწინებული და ისინი უმცროს ქალიშვილს ნატაშას ზრდიან.